შპს  „ატლანტ“-ი არის ერთ ერთი წამყვანი  კომპანია სამშენებლო საშუალებების მწარმოებელ კომპანიებს შორის. ჩვენი პროდუქცია სარგებლობს დიდი მოთხოვნით უმსხვილეს სამშენებლო კომპანიებში. კოშკურები, სამშენებლო ხარაჩოები, შეფიცვრის სისტემები აგრეთვე ურთულესი ობიექტების მშენებლობისას საჭირო აქსესუარები - ეს არის ის ჩამონათვალი რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ თანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც განაპირობებს ჩვენი ნაწარმის უმაღლეს ხარისხს. კომპანია „ატლანტ“-ის კლიენტთა შორის არიან მსოფლიოს  სხვადასხვა ქვეყნების სამშენებლო კომპანიები, რაც ნიშნავს მშენებლების ნდობას ჩვენი პროდუქციისადმი. ჩვენ ვაფასებთ თანამშრომლობას ყველა კლიენტთან.

aboutus1პროდუქციის წარმოება კომპანიის საამქროში

 თანამედროვე სამყარო წარმოუდგენელია ინტეგრაციის პროცესების გარაშე, ბევრი სახელმწიფო აშენებს საერთო სახლს, კომპანია „ატლანტ“-ის მოწყობილობები კი ეხმარება ყველა კონკრეტულ ადამიანს საცხოვრებელი სახლის მშენებლობაში.სამშენებლო სამუშაოები რთულია, შრომატევადი და ხშირ შემთხვევაში სახიფათოც - ამიტომ ჩვენ მიზნად ავირჩიეთ ისეთი აღჭურვილობის წარმოება , რომელიც უზრუნველყოფს მშენებლებს კომფორტით და უსაფრთხოებით მათი პროფესიული საქმიანობის დროს. ჩვენი კლიენტები დადებითად აფასებენ ჩვენს მიერ წარმოებულ პროდუქციას, რომელიც შექმნილია ყველა წვრილმანის და მშენებლების მოთხოვნების გათვალისწინებით, ის პრაქტიკულია ეფექტურია და საუკეთესოდ შეეფარდება ფორმულას ფასი - ხარისხი. 

aboutus2გამოფენაზე წარმოდგენილი კომპანიაატლანტი“-ს მიერ წარმოებული პროდუქცია

 შ.პ.ს „ატლანტ“-ი მიზნად ისახავს ყველაზე რთულ ამოცანებს და ყოველთვის ასრულებს მათ.ჩვენ ვაწარმოებთ თანამედროვე და ხარისხიან პროდუქციას, ყოველთვის ვასრულებთ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. ეს გვეხმარება სერიოზული შედეგების მიღწევაში და უკვე დღეს  ბაზრის 55 % ეკუთვნის ჩვენ კომპანიას, კოშკურების ბაზარზე ჩვენი წილი შეადგენს 70%. მოთხოვნები აღნიშნულ პროდუქციაზე დღითიდღე მატულობს ,ჩვენი კომპანია სისტემატურად ზრდის წარმადობას. ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ ჩვენი სტრატეგიული მიზნების მისაღწევად - გავხდეთ ეროვნული ლიდერი სამშენებლო აღჭურვილობის წარმოების სფეროში. ჩვენ უზრუნველყოფთ მომხმარებელს პროდუქციით, რომელიც დააკმაყოფილებს თანამედროვე ნორმების სტანდარტს.

5 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 Rating 5.00 (1 Vote)