Loading color scheme

მინი საყრდენი

აირჩიეთ საქონლის კატეგორია

დანიშნულება. მინი-ხარაჩო „მასტეროკი“ გამოიყენება მაშინ, როდესაც საწარმოებელი სამშენებლო, სარემონტო და სხვა სახის სამუშაოების სიმაღლე ცოტათი აღემატება ადამიანის სიმაღლეს. მინი-ხარაჩოები გაცილებით უფრო საიმედო, უსაფრთხო და მოხერხებულია, ვიდრე ხელნაკეთი ხის კონსტრუქციები ან კიბეები.

თავისებურებანი. სამშენებლო მინი-ხარაჩოების კონსტრუქცია წარმოადგენს სამუშაო პლატფორმას, რომელიც განლაგებულია ორ კიბეს შორის. მინი-ხარაჩო აღჭურვილია ბორბლებით, რომელთა ხარჯზე მიიღება მობილობის მაღალი მაჩვენებელი. მუშა მდგომარეობაში ბორბლები ფიქსატორების საშუალებით მაგრდება. კონსტრუქციის მონტაჟი და დემონტაჟი არ მოითხოვს ინსტრუმენტების გამოყენებას, ან რაიმე სპეციალურ სამონტაჟო გამოცდილებას – აგების პროცესი მარტივი და ლოგიკურია. მსუბუქწონიანობა და კომპაქტურობა განაპირობებს მინი-ხარაჩოების უპრობლემო ტრანსპორტირებასა და შენახვას.

 

მინი-ხარაჩოების უპირატესობები

შპს „ATLANT“ პროდუქცია, მათ შორის მინი-ხარაჩოები, გამოირჩევა შემდეგი უპირატესობებით:

  • უსაფრთხოება. მინი-ხარაჩოების კონსტრუქციის დაპროექტებისას უპირველესყოვლისა უზრუნველყოფილ იქნა მათი მაქსიმალური სიმყარე და უსაფრთხოება. ფოლადის მინი-ხარაჩოები გაცილებით უფრო საიმედოა, ვიდრე ხელნაკეთი ხის კონსტრუქციები.
  • მომხმარებელთან ურთიერთობა შუამავლების გარეშე. კომპანია „ATLANT“ რეგიონალური ფილიალების საკუთარი ქსელი გააჩნია უკრაინის ხუთ ოლქში, რაც შესაძლებლობას იძლევა „ატლანტის“ პროდუქციის რეალიზება მოხდეს შუამავლების გარეშე. ამავდროულად უზრუნველყოფილია ხარისხისა და ფასის მიღება უშუალოდ პროდუქციის მწარმოებლისგან. მინი-ხარაჩო „მასტეროკის“ ყიდვისას ასევე აშკარად უდავოა პროდუქციის ორიგინალურობა.
  • ხელსაყრელი ფასი. ჩვენი პროდუქცია სამშენებლო დარგის უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს. უკრაინულ ფასებში ჩვენ ევროპული ხარისხის პროდუქციას გთავაზოთ. მინი-ხარაჩოები, რომელთა ფასი ნამდვილად საკმაოდ დაბალია, მწარმოებლურობის და ფუნქციონალურობის საუკეთესო მახასიათებლებით, ასევე ექსპლუატაციის ხანგრძლივობით გამოირჩევა.